ნიკოლ ფაშინიანმა „ვარჩაბენდი“ ჩამოაყალიბა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მუსიკალური ჯგუფი „ვარჩაბენდი“ ჩამოაყალიბა და მსმენელებს პირველ კონცერტზე ეპატიჟება. ნიკოლ ფაშინიანის ცნობით, კონცერტი ერევანში 30 იანვარს გაიმართება, ადგილმდებარეობა კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„გიწვევთ საცეკვაო მოედანზე, ჩვენ დავუკრავთ, თქვენ იცეკვებთ“ – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.