ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა – ქვეყანას ის დღეს დატოვებს. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. სტუმრებმა ტრადიციულ ქართულ სიმღერას მოუსმინეს, ასევე შესრულდა ქართული ცეკვები.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერს. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონის სტაბილურობის საკითხები.