ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დასრულდა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საფინალო მატჩს დაესწრნენ საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები. სწორედ ბათუმში სტუმრობით დასრულდა ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გამართეს. განხილვის თემა იყო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. შეხვედრისას ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.