ნიკოლ ფაშინიანის სამძიმარი

15:13, 21.11.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო და სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სომხეთი ამ მძიმე დროს საქართველოს მთავრობასა და ხალხს თანადგომას უცხადებს“, — წერს სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანი.

მსგავსი