ნიკა რურუა გარდაიცვალა

18:03, 04.12.2018

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკოლოზ რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ახლობლები ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა რურუას გარდაცვალების მიზეზი.

ნიკოლოზ რურუა 2008 წლის 10 ოქტომბრიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამასთან ის საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

მსგავსი