თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე სხვადასხვა ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს. დაცვის მხარის განცხადებით, მათთვის უცნობი იყო, თუ რა მტკიცებულებებს წარადგენდა ბრალდება სხდომაზე. მათივე თქმით, მხარეებს შორის იყო შეთანხმება, რომ პროცესამდე დაცვის მხარეს უნდა ჰქონოდა ინფორმაცია მოწმეების შესახებ.