ნიკა მელიას სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა. სხდომა 11:00 საათზე გაიმართება.

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ აღნიშნულ პროცესზე ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. კითხვაზე, დაესწრება თუ არა ბრალდებული ნიკა მელია პროცესს, კონდახიშვილის თქმით, ამის შესახებ სასამართლოს ის შუამდგომლობით მიმართავს.

დატოვე კომენტარი