ნიკა მელიას საქმე - შეფასებები

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ მმართველ გუნდში.

უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და მისი ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია. დეპუტატები ამბობენ, რომ ნიკა მელიას ქმედება დანაშაულის შემცველია, რასაც რეაგირება უნდა მოჰყვეს.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ნიკა მელიაზე აქცენტის გადატანით, ხელისუფლებას სურს 20 ივნისის მოვლენებში, საკუთარი პასუხისმგებლობა გადაფაროს.