ნიკა მელია გირაოს თანხის გადახდას ისევ არ აპირებს. უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე. განხილვები პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება. უცვლელია ოპოზიციის შეფასებები, – ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მელიას წინააღმდეგ აღძრული საქმე არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პროცესია.
სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს მხარეთა პოზიციებს.
მოამბე