ნიკა მელიას საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო და აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

ნიკა მელია დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, რადგან ის აღნიშნული საქმის განხილვის ფარგლებში მოსამართლემ სასამართლო პროცესიდან გააძევა.