ნიკა მელიას საქმე

 ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა იმსჯელონ. პროკურატურამ შუამდგომლობით, პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს გუშინ მიმართა. ადვოკატების თქმით, ისინი მელიას აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას მოითხოვენ.

ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით, „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო.