ნიკა მელიას საქმე

დააკავებენ თუ არა ნიკა მელიას, 16:00 საათზე გაირკვევა – სასამართლო სხდომაზე გადაწყდება, შეეცვლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს გირაო პატიმრობით. მართლმსაჯულების აღსრულებას ნიკა მელია ამ დრომდე პარტიის ოფისში ელოდება. მას შემდეგ, რაც მას სადეპუტატო იმუნიტეტი აღარ იცავს, მის დასაცავად პარტიაში მისი თანამოაზრეები იმყოფებიან.

თამუნა წიკლაური დეტალებით.