ნიკა მელიას საქმე

შინაგან საქმეთა მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს კანონის უზენაესობაზე მიუთითებს და ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ აცხადებს, რომ მელიასთან მიმართებით, ყველა უწყება კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობას მომავალი კვირიდან დაიწყებს. საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს თავად ნიკა მელია. უცვლელია ოპოზიციის შეფასებებიც, – რომ საქმე არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკურია. სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს.

მოამბე

დატოვე კომენტარი