ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხი

ივნისის მოვლენების შემდეგ უკვე მეორედ პარლამენტს ნიკა მელიაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

ხვალ გაირკვევა, შეუწყდება თუ არა დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის მანდატის ჩამორთმევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი დეპუტატი „ქართუს“ გაკოტრების საქმეში დამნაშავედ სცნო. ამ საქმეში მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის სტატუსით ფიგურირებს. საკითხისთვის ხმის მიცემას არ აპირებენ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ურჩევენ, სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებას დაელოდოს. დარბაზში არ იქნება ოპოზიცია, რომელიც დილიდან პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს.