ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ნიკა მელია პარლამენტის დეპუტატი აღარ არის.

საკანონმდებლო ორგანოში შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ შესულ ოპოზიციონერ ლიდერს, სადეპუტატო უფლებამოსილება საკუთარი სურვილით შეუწყვიტეს. 29 ივლისს გაგზავნილ მოთხოვნას პლენარულ სესიაზე 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის იყო ორი ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ხმებიც. სანამ რეფერენდუმად მიჩნეული არჩევნებისთვის მზადების მოტივით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მანდატის ჩამორთმევას მოითხოვდა, მანამდე საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ორჯერ მივიდა. ორივე ვიზიტი ხმაურიანი აღმოჩნდა. დღევანდელმა კენჭისყრამ ოპოზიციაში პოზიციები მაინც გაყო. საკუთარი მიმართვის მიუხედავად, ოპონენტების ნაწილმა, მათ შორის მელიას თანაპარტიელებმა, მისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა მაინც გააპროტესტეს.

დატოვე კომენტარი