ნიკა მელიას მხარდამჭერი მსვლელობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონით აქცია-მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი აქციის მიზანია ნიკა მელიას გამხნევება და მისი უკანონო პატიმრობის გაპროტესტება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, მელია გირაოს გადახდას არ აპირებს და მათი მოთხოვნაა, რომ ის საპატიმროდან უპირობოდ გათავისუფლდეს და ყველაზე სწრაფი მექანიზმი, პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმებაა.

დატოვე კომენტარი