პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახლა გირაოს თანხის გადარიცხვის ოფიციალურ დოკუმენტს ელოდებიან, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით მიმართავს.
ევროკავშირის ეგიდით ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები უკვე მოჰყვა. განმარტებები გაკეთდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“, რომლის გავლითაც გირაოს თანხა ბიუჯეტში გადაირიცხა.
თამარ წიკლაური დეტალებით.