ნიკა მელიას გირაო გადახდილია

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს. როდის გაიმართება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის სასამართლო პროცესი, ხვალ გახდება ცნობილი.

მოამბე