ნიკა მელიას განცხადება

დატოვებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს და რა გეგმები აქვს პარტიას? ამის შესახებ ნიკა მელიამ ფეისბუქლაივის დროს ისაუბრა. ნიკა მელიას თქმით, პარლამენტის დატოვება ან თავისუფლების მოედანზე გამოსვლა ვერ იქნება სტრატეგია, არამედ ეს ყველაფერი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს.

მელიას განცხადებით, როდესაც ის ციხიდან გამოვიდა, კოლეგები უკვე პარლამენტში შესული დახვდნენ და ეს ფაქტი მისთვის ემოციურად მძიმე გადასატანი იყო. თუმცა, მისივე თქმით, პარლამენტიდან გამოსვლა პანაცეა არ არის.

ნიკა მელიას ეს განცხადებები უკვე შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში.