ნიკა მელიას განცხადება

დღეს საქართველო და მისი ისტორია მოითხოვს ერთობას მთავარი იდეის – საქართველოს თავისუფლების გარშემო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს და პოლიტიკური გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ვერცერთი შიდაპოლიტიკური და შიდაპარტიული პრობლემა ვერ იქნება საქართველოს თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის, – აცხადებს მელია, თუმცა კონკრეტული გეგმის შესახებ ჯერჯერობით არ ლაპარაკობს.

ბევრჯერ ყოფილა გაერთიანებისა და ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა, ბევრჯერ მოვახერხეთ კიდევაც, ზოგჯერ – ვერა, მაგრამ ახლა დადგა მომენტი, როდესაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, – აღნიშნავს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი. მის მოწოდებას პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები უკვე მოჰყვა.