ნიკა მელიას განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ხელისუფლებას მიმართავს და განმარტებებს ითხოვს. მისი თქმით, თბილისში რუსი ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი ცხოვრობს, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და უკრაინის ომში, არის რამზან კადიროვთან დაახლოებული პირი და საქმიანი კავშირები აქვს ათეულობით სანქცირებულ პირთან. მელიას თქმით, აღნიშნული გაუგებარი და დაუშვებელია და ასეთ ფაქტებსა და რეალურ საფრთხეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვალს ხუჭავს. მელია ვახტანგ გომელაურისგან განმარტების გაკეთებას ითხოვს.