ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

უკვე მეორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყო. ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიიდან წავიდა.

ერთი წლის წინ დაწყებული მწვავე შიდა დაპირისპირება რღვევის პროცესით დასრულდა. მელიამდე პოლიტიკური გაერთიანება დატოვა რაიონული ორგანიზაციების და რეგიონების საკრებულოების დეპუტატების ნაწილმა, რომლებიც ყოფილი თავმჯდომარის გუნდად მოიაზრებიან. ახლა საინტერესოა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ პარტიის ის ლიდერები, რომლებიც ასევე მელიას უჭერენ მხარს და 11 თვის წინ არჩეული თავმჯდომარითა და ახალი მენეჯმენტით უკმაყოფილებას არ მალავენ. არაფორმალური მმართველობა, გასხვავებული აზრის დევნა, კულუარული გარიგებები – „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ მიზეზებით წამოსული ნიკა მელია ახალი პარტიის შექმნას აანონსებს. საინტერესოა, ვის შეარჩევს ყოფილი მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერი წინასაარჩევნოდ მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებად და იქნება თუ არა მათ შორის „ლელო“, რომელთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვს.