ნიკა მელია პროკურატურაში

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

საგამოძიებო უწყებამ ის აღკვეთის ღონისძიების დარღვევის მოტივით, გაფრთხილების მიზნით დაიბარა. მელია უწყებაში დაბარებასა და საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას ხელისუფლების ზეწოლის გაგრძელებად აფასებს და აცხადებს, რომ მას აღკვეთის ღონისძიების პირობები არ დაურღვევია. მელიას თქმით, სასამართლოში დაკისრებული ვალდებულებების ფარგლებში, მან გააფრთხილა პროკურატურა, რომ აპირებდა ტელეეთერში მისვლას, რაზეც უარი მიიღო. თუმცა, ნიკა მელია ტელეეთერში მაინც წავიდა. როგოც ის განმარტავს, მან გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, რაც მისი თქმით, დეპუტატის საქმიანობის ფარგლებში, მედიასთან ურთიერთობასაც ითვალისწინებს.