ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ. მათზე ძებნაა გამოცხადებული. 22 წლის ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. დაჭრილი რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რა ინფორმაციას ფლობს ადვოკატი – მას მაკა ლაშხია ესაუბრა, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერთვება.