თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების, ნიკა კაციასა და გიორგი ახობაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ , ამასთან გადაისინჯება დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმეები არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.
ცნობისთვის, ნიკა კაციასა და გიორგი ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.