ნიკა კაციას და გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პარალელურად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები ნიკა კაცია და გიორგი ახობაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

წინა სასამართლო სხდომებზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. ასევე პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლეებმა ბრალდების ყველა მტკიცებულება ცნეს დასაშვებად ხოლო დაცვის მხარის მტკიცებულებებიდან მხოლოდ ნაწილი. ასევე სასამართლომ ორივე ბრალდებულის საქმე არსებით განხილვას გადასცა. ნიკა კაციას და გიორგი ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევში მათ 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. არც ერთი დაკავებული აღიარებს ბრალს. გიორგი ახობაძე აცხადებს, რომ რომ ნარკოტიკი მას პოლიციამ ჩაუდო. ბრალს არ აღიარებს არც ნიკა კაცია, რომელმაც დღეს მოსამართლესაც გაუმეორა რომ უდანაშაულოა.