ნიკა გვარამიას სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. შესვენების შემდეგ, ერთი მოწმე დაიკითხება. პროცესზე თავად ბრალდებულმა ნიკა გვარამიამ განცხადებები გააკეთა. სხდომის პარალელურად, სააპელაციო სასამართლოს ეზოში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. მათი თქმით, მეორე ინსტანციის სასამართლომ უნდა შეცვალოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.