ნიკა გვარამიას საქმე – რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო

15:24, 04.10.2022

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე. მოსამართლე შესაძლოა, დღეს სათათბიროდაც გავიდეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვთ როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეებს. ამ დროისთვის პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას ამბობს. შესაძლოა, პროცესზე დღესვე დასკვნითი სიტყვა დაცვის მხარემაც წარმოთქვას. ცოტა ხნის წინ, სხდომათა დარბაზი მოსამართლემ ელენე ხოშტარიას დაატოვებინა. შეგახსენებთ, 16 მაისს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი გამართლდა.

მსგავსი