NGO-ების გასაიდუმლოებული დაფინანსება 

21:14, 30.10.2025

10 შეკითხვაზე პასუხი გაცემულია. ოფიციალური ბერლინის პოზიციამ მმართველ გუნდს ეჭვები გაუძლიერა. ინფორმაციის დამალვად ფასდება წერილი, რომლითაც გერმანიის მთავრობამ საქართველოსთან დაკავშირებით გერმანულ ოპოზიციურ პარტიას უპასუხა. ოფიციალური ბერლინი არ ასახელებს იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ბოლო წლებში სხვადასხვა პროექტისთვის სწორედ გერმანიიდან დაფინანსდნენ. ჩარიცხული თანხების ოდენობა სოლიდურია. მიზნად პლურალიზმის და დემოკრატიის გაძლიერება სახელდება, თუმცა სენსიტიური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის არგუმენტით და ნდობაზე მითითებით მიმღები ორგანიზაციების სახელებს გერმანიის საგარეო უწყება საიდუმლოდ ტოვებს. საკუთარი ქვეყნის მთავრობას 10 კითხვით ბუნდესტაგიდან მიმართეს – ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაინტერესდა, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსდნენ ბოლო ხუთ წელში საქართველოში გერმანიის მთავრობისგან, რა მიზნით და რა პროექტებზე დაიხარჯა თანხები და იყო თუ არა რაიმე ფორმით ამ თანამშრომლობაში ჩართული გერმანიის ელჩი. საუბარია პეტერ ფიშერზე, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის არგუმენტით „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკის ადრესატად იქცა, დიპლომატი საგარეო უწყებაშიც კი დაიბარეს. ახლა ელჩი კონსულტაციებისთვის გერმანიაშია გაწვეული.

მსგავსი