ნენსი პელოსი კიევშია

კიევში იმყოფება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. „აშშ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში ძლიერი მხარდაჭერის ლიდერია. მადლობა, რომ გვეხმარებით ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“,- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. განიხილეს უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების საკითხი. უკრაინისათვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს 28 აპრილს მიმართა. ნენსი პელოსმა იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი დახმარების პაკეტს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცებს.