„ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს გეზი და თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა“, – აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი. მისივე თქმით, „ნატო-ს კარი ღიაა ასპირანტი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი იქნებიან მზად და შეძლებენ წევრობის ვალდებულებების შესრულებას“. მისი თქმით, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება ალიანსის 30 წევრისა და ასპირანტი ქვეყნის გადასაწყვეტია და არა სხვა ქვეყნების.