NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის განცხადება

საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის გზავნილები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მისამართით. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ექსპერტების გუნდი წინასაარჩევნო გარემოზე და ბოლო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვების შემდეგ, საკუთარ რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ერთობლივი განცხადება მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიებისთვის საყურადღებო აქცენტებს მოიცავს. „ენდიაი“-ს მისია რამდენჯერმე ახსენებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე მიმართულ შეტევებს და ამ კონტექსტში „ქართულ ოცნებას“ საკუთარ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ხაზგასმულია შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევაც. განცხადების ერთ-ერთი ავტორი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კი ოპოზიციის როლზე და იმ ზიანზე აკეთებს აქცენტს, რასაც, მისი აზრით, დესტრუქციული პოლიტიკური მეტოქეობა ქვეყანას აყენებს.

სალომე ქოქიაშვილი გაეცნო „ენდიაი“-ს ვრცელ განცხადებას.

დატოვე კომენტარი