ნავთობის ფასი

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე, მსოფლიო ბაზრებზე ბარელი ნავთობის ფასი 31 დოლარამდე დაეცა.

ნავთობის ფასის მსგავსი ვარდნა 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ პირველად მოხდა. „გოლდმან საქს გრუფი“-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბარელი ნავთობის ფასი შესაძლოა 20 დოლარამდე შემცირდეს. „ბლუმბერგი“ წერს, რომ ფასების მასშტაბური კლება ნავთობზე დამოკიდებულ ქვეყნებს დაარტყამს და შესაძლოა გლობალური პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს. რუსეთში აცხადებენ, რომ ქვეყნის კომპანიებს შეუძლიათ ამოიღონ იმდენი ნავთობი, რამდენიც საჭიროა. ასევე დაეცა ტეხასური ნედლი ნავთობის ფასიც და ბარელის ფასმა 28.29 დოლარი შეადგინა.  მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირების ფონზე, ქართველი ექსპერტები ქვეყანაში საწვავის გაიაფებას ვარაუდობენ, თუმცა ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული მოველენა ქართულ ეკონომიკაზე პოზიტიურზე მეტად ნეგატიურ გავლენას მოახდენს.