ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსი ექიმების განცხადებით, სამედიცინო დახმარების გარეშე ალექსეი ნავალნი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიღუპოს. ბოლოდროინდელი სისხლის ანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ მას შეიძლება ნებისმიერ დროს დაემართოს გულის ან თირკმლის უკმარისობა. პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი 18 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რადგან ზურგის მწვავე ტკივილსა და ფეხის დაბუჟების სათანადო მკურნალობას ითხოვდა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ცნობილი კრიტიკოსი თებერვალში სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს. ოთხმა ექიმმა, მათ შორის ნავალნის პირადმა ექიმმა, ანასტასია ვასილიევამ ციხის ადმინისტრაციას წერილი მისწერა და სასწრაფო მონახულების ნებართვა მოითხოვა.

მოამბე