ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილება - შეფასებები

ნატოს მინისტერიალის შედეგებს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდის განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა აღიარა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ეს კი ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგია. რაც შეეხება ოპოზიციას, პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. ისინი მთავრობას აქტიურობისკენ და სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგომისკენ მოუწოდებენ, რათა ნატოში გაწევრიანება არ გაჭიანურდეს.