ნატოს მინისტერიალი 

საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები და ნაბიჯები რიგის ნატოს მინისტერიალზე.

მიღებულია ასპირანტებთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს მომავალი წევრობისა და ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით. დოკუმენტი ასევე მოიცავს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებს, რომლებმაც უნდა გააღრმავოს ალიანსთან საქართველოს ურთიერთთავსებადობა. ქართული დელეგაციის ინფორმაციით, რომელსაც მინისტრი დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს, საბჭოზე ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ღია კარის პოლიტიკა და ალიანსში გაწევრიანების კონტექსტში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება.