ნატოს მადრიდის სამიტი

„მაპი“ არა, თუმცა საქართველომ მადრიდის სამიტზე ნატოსგან პარტნიორობის გაძლიერების პირობა მიიღო.

ისტორიული მნიშვნელობის სამიტი დასრულებულია. ჩვენი ქვეყნის შესახებ ჩანაწერები ერთობლივი დეკლარაციის გარდა ორგანიზაციის იმ სტრატეგიულ კონცეფციაშიც მოხვდა, რომელიც მომდევნო 10 წელი ალიანსის მთავარი სახელმძღვანელო იქნება. რუსეთის აგრესიის საფრთხის ფონზე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდა, საქართველოზე მორგებული ღონისძიებების პროგრამა, ერთობლივი წვრთნების უფრო ინტენსიურად ჩატარება – ეს სამიტიდან მიღებული მთავარი გზავნილებია. თარიღი არც ამჯერად დაკონკრეტებულა, თუმცა, რაც მთავარია, ხაზი გაესვა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება. იყო მითითებები იმ რეფორმების ტემპის აღდგენაზეც, რომლებმაც ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი უნდა დააჩქაროს.

წევრი ქვეყნების ლიდერების მხრიდან გაკეთდა ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადებებიც.

„მოამბე“ მადრიდიდან, – ანა ბროლაძე გვეტყვის, რა შედეგებით დასრულდა ნატოს სამიტი საქართველოსთვის.