ნატო-საქართველოს თანამშრომლობა

რა ეტაპზეა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში – საკითხზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დახურულ ფორმატში ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსგან მოისმინა. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველოსთან ნატოს თანამშრომლობა დღეს უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა ხაზი გაუსვეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის და მადრიდის სამიტის შედეგების მნიშვნელობას.