ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია

ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. ჩვენს ქვეყანას ეძღვნება ის განცხადებაც, რომელიც უმაღლეს დონეზე გამართული დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

ორივე დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბუქარესტის სამიტის 10 წლის წინანდელი გადაწყვეტილება ძალაში რჩება, მაპი ანუ წევრობის სამოქმედო გეგმა კი ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება.

დეკლარაციებში აქცენტი კეთდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კუთხით ჩვენი ქვეყნის როლის ზრდაზე.

დეკლარაციების შინაარსს და საქართველოსთან დაკავშირებულ გზავნილებს სხვადასხვანაირად კითხულობენ თბილისში. მმართველი გუნდისგან გასხვავებით, ოპოზიცია სამიტის შედეგებით უკმაყოფილოა.