NATO - საქართველო

ავღანეთში საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ერთ-ერთია, რის გამოც ქართული მხარე ნატოს ახალ ანგარიშში პოზიტიურ შეფასებებს იღებს.

ეს არის ჯეიმს აპატურაის მიერ ასპირანტ ქვეყნებზე მომზადებული ანგარიში, რომელსაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების პირველ დიპლომატებს აცნობენ. ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დაიწყო. განხილვის თემა ალიანსის ღია კარის პოლიტიკაა. დოკუმენტში წერია, რომ გატარებული და მიმდინარე რეფორმების შედეგად საქართველო სწორ გზაზეა, რაც მას ორგანიზაციის წევრობამდე მიიყვანს. ცნობილი ხდება ისიც, რომ ნატოს სამიტზე საქართველო არა მხოლოდ მიწვეულია, არამედ სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც ჩატარდება.

ჩართვა ბრიუსელიდან – ქეთევან ქარდავა აშუქებს ნატოს მინისტერიალს.