ნატო - საქართველო

ნატოს რიგის სამიტის შემდეგ საქართველო ბრიუსელიდან ახალ გზავნილებს იღებს.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ და აქტიურ პარტნიორს უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე ყველა საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტის ფლობის ფონზე ახლა საჭიროა ფოკუსირება პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ნატო აკვირდება საქართველოში მიმდინარე რეფორმებს – ასეთი იყო ონლაინ-კონფერენციაზე ხავიერ კალომინას ერთ-ერთი მთავარი განცხადება. აქცენტი მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმებზე კეთდება. საჭიროა პროგრესი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, – ეს კიდევ ერთი გზავნილია.