ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის მეთაურის ვიზიტი

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის ახალი მეთაური ესტუმრა. გენერალ-მაიორი ბოგდან რიცერსკი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალ, პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებზე, მიმდინარე რეფორმებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში წელს დაგეგმილი „ნატო-საქართველო 2025-ის“ სწავლება.