ნატო-ს სამხედრო ხელმძღვანელების შეხვედრა ბრიუსელში

ბრიუსელში ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს, სამხედრო კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას, რომელსაც ადმირალი რობ ბაუერი თავმჯდომარეობს, მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის ძალების ხელმძღვანელები ესწრებიან. თავდაცვის მეთაურების პირველ სესიას, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი შეუერთდება და გეოსტრატეგიულ კონტექსტს, ასევე ივნისში მადრიდის სამიტისთვის მზადებას განიხილავს. უკრაინის ომთან დაკავშირებით დისკუსიებს ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების, ფინეთის, შვედეთისა და უკრაინის თავდაცვის მეთაურები შეუერთდებიან.

დატოვე კომენტარი