ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალი

საქართველო რამდენჯერმე ახსენეს ვაშინგტონში, სადაც ნატო-ს 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ. პარალელურად ნატო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც ცოტა ხნის წინ ე.წ. შავი ზღვის პაკეტი მიიღეს.

პაკეტი საქართველოს და უკრაინის გაძლიერებულ მხარდაჭერას გულისხმობს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსეთს ამჯერად აშშ-დან უთხრა, რომ საქართველოს საგარეო კურსის განსაზღვრაში სხვა ქვეყანა ვერ ჩაერევა.

კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს სტოლტენბერგის ტონი მოსკოვის მისამართით განსაკუთრებით მწვავე იყო.

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა იმ ორმხრივ შეხვედრებზეც, რომლებსაც მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს პირველი დიპლომატი ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან მართავს.

სპეციალურად „მოამბისთვის“ ნახეთ „ამერიკის ხმის“ მიერ მომზადებული რეპორტაჟი ვაშინგტონიდან.