ნატო-ს საიუბილეო ღონისძიებები ლონდონში

ნატო-ს 70 წლის საიუბილეო ღონისძიებები ლონდონში. ლიდერები შეხვედრისთვის ემზადებიან. ნატო-ს ჩართულობა – ამ სახელწოდების, სახალხო დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობას ალიანსის გენერალური მდივანი და წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები მიიღებენ.

ღონისძიებაში ალიანსის პარტნიორის სტატუსით მონაწილეობს საქართველო.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ინგლისში იმყოფება, ის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიაში ჩაერთვება.