ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი

ერთ საათში ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. მინისტერიალის ფარგლებში, შედგება შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ჩვენი ქვეყნის საგარეო უწყების ინფორმაციით, განხილული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხთა სრული სპექტრი. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ასეთ მაღალ დონეზე საქართველოს მონაწილეობით შეხვედრების გამართვა იმის დასტურია, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.