ნატო-ს საგანგებო სამიტი ბრიუსელში

რა დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს უკრაინა ნატო-სგან, რამდენად ერთიანია ალიანსი მხარდაჭერის გაძლიერებაში და როგორი იქნება ნატო-ს სამომავლო სტრატეგია – უკვე ორი საათია უკრაინის საკითხზე მსჯელობენ ნატო-ს საგანგებო სამიტზე. წევრი ქვეყნების ლიდერები გმობენ რუსეთის აგრესიას და უკრაინას მხარდაჭერას უდასტურებენ. ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში საგანგებო სამიტი უკრაინაში ომის დაწებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე იმართება. სამიტი იენს სტოლტენბერგის სიტყვით გაიხსნა. სხდომას ამერიკის პრეზიდენტიც ესწრება.

გაკეთდა განცხადებები ნატო-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობაზე.