NATO-ს მობილური საწვრთნელი ჯგუფის სწავლება
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში ნატო-ს მობილური საწვრთნელი ჯგუფის მიერ სწავლება ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში სამაგიდო სწავლებები და ლექციები გაიმართა, რაც მოიცავდა: საზღვაო ოპერაციების უსაფრთხოების, ნავსადგურის დაცვისა და კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხებს. სწავლებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობაში ჩართული შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. სწავლების მიზანია საქართველოს სანაპირო დაცვასა და ნატო-ს საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.