ნატო-ს ბრიუსელის შტაბ-ბინაში დღეს და ხვალ თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა იმართება. შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელებს. შეხვედრის დაწყებამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. საჭიროებაზე მორგებული პარტნიორობა არის იმის ნაწილი, რასაც საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ვაკეთებთ – განაცხადა სტოლტენბერგმა. დღეს ნატო-ს შტაბ-ბინაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.