ნატო-ს მინისტერიალზე რუსეთის საკითხზე მსჯელობენ

ნატო-ს მინისტერიალზე რუსეთის საკითხზე მსჯელობენ. ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არსებულ გამოწვევებს  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად განიხილავენ. მინისტერიალზე დიპლომატებმა ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკაზე უნდა იმსჯელონ, ასევე გაეცნონ და შეაფასონ ის პროგრესი, რომელსაც ასპირანტმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს.

ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრები საქართველოზე, ბოსნია-ჰერცოგოვინაზე და მაკედონიაზე იმსჯელებენ. ასპირანტთა სიას უკრაინაც დაემატა, მაგრამ ანგარიში უკრაინაზე მომზადებული არაა.

 

დატოვე კომენტარი